ამერიკულმა გამანადგურებელმა წითელ ზღვაში „ჰუთის“ 14 დრონი ჩამოაგდო

ამერიკულმა გამანადგურებელმა USS Carney-მა 16 დეკემბერს გამთენიისას იემენელი „ჰუთი“ მეამბოხეების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა X-ზე იტყობინება.

„უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა. წითელ ზღვაში რეგიონული პარტნიორები გაფრთხილებულნი არიან შესაძლო საფრთხის შესახებ“, – აცხადებენ ამერიკულ სარდლობაში.

„ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში დაძაბულობა გაიზარდა,“, – წერს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშითოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაკანონიერ ქურდებს შორის დაპირისპირებაში ოცნების დეპუტატიც მონაწილეობდა