ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩრდილოეთ კოერას გადაუფრინა

ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩრდილოეთ კოერას გადაუფრინა

ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩრდილოეთ კოერას გადაუფრინაამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამსენმა B-52-მა ჩრდილოეთ კოერას გადაუფრინა ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის განცხადების გაკეთების შემდეგ – ამის შეასხებ “როიტერსი” პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

თვითმფრინავი კუნძულ გუამიდან გამოფრინდა და მას ამერიკული გამანადგურებელი F-16 და კორეული F-15-ი აცილებდნენ. მათი მიზანი ჩრდილოეთ კორეის ოსანის სამხედრო ბაზის დაზვერვა იყო, რომელიც სეულიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
“შეერთებული შტატები უცვლელად მხარს უჭერს კორეის რესპუბლიკის დაცვას და მისი სტაბილურობის მხარდაჭერას კორეის ნახევარკუნძულზე, მათ შორის კონვენციური შეიარაღებითა და ჩვენი ატომური ქოლგით” – განაცხადა აშშ-ს სამხედრო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ტერენს შონესმა.

ოპერაციამდე, მაგრამ დღესვე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი ამერიკისგან დასაცავად გამოსცადა. ამასთანავე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ატომური იარაღის გამოცდა “სუვერენული სახელმწიფოს კანონიერი უფლებაა”, რომლის ჩამორთმევა არავის შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ფხენიანმა 6 იანვარს გაავრცელა ინფორმაცის იმის შესახებ, რომ მათ წყალბადის ბომბი გამოსცადეს.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა ორი ახალგაზრდის შეჯახებას მოჰყვა
შემდეგი სტატიააშშ-ში კონტრ-ადმირალი სამსახურში პორნოს ყურების გამო გაანთავისუფლეს