ამერიკულმა B-2 Spirit-ებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბეს – აშშ ომში ჩაერთო

აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა, B-2-ებმა ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები წარმატებით დაბომბეს, ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს თავად ამერიკი პრეზიდენტი.

აღნიშნულ ფაქტს ირანში ამერიკის მხრიდან ომში ჩართვის გამოვლინება უწოდეს და მძიმე შედეგებით დაემუქრნენ.

“ჩვენ წარმატებით დავასრულეთ შეტევა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე — ფორდოზე, ნატანზსა და ისფაჰანზე. ყველა თვითმფრინავმა( B-2 Spirit-მა) უკვე დატოვა ირანის საჰაერო სივრცე. ფორდოს — მთავარ ობიექტზე — ჩამოყრილია ბომბების სრული პარტია.

ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავთ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს — არ არსებობს მსოფლიოში სხვა არმია, რომელსაც ამის შესრულება შეეძლო. ახლა არის დრო მშვიდობისთვის! მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს დონალდ ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიპროფესორი ნინო დობორჯგინიძე: მზად ვარ, თავდებში დავუდგე ნინო დათაშვილს
შემდეგი სტატიაროგორ განადგურდა ირანის სამი ბირთვული ობიექტი – აშშ-ის შეტევის დეტალები