ამერიკული სატვირთო, რომელსაც ტანკის ჭურვები გადაჰქონდა, პოლონეთში ამოტრიალდა

ამერიკის სამხედრო ძალების სატვირთო, რომელსაც ტანკის ჭურვები გადაჰქონდა, პოლონეთში ამოტრიალდა – დღეს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი დღეს საღამოს ლუბუშის რაიონში, სოფელ პესკთან მოხდა. აღნიშნავენ, რომ “სატვირთოს მძღოლი ისეთი სიჩქარით მოძრაობდა, რომელიც გზის პირობებს არ შეესაბამებოდა”, რომლის შედეგადაც სატვირთო გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი და მისი თანამგზავრი, მსუბუქად დაშავდნენ, გზაზე მოძრაობა შეფერხდა დაყრილი ჭურვების გამო. ადგილზე მუშაობდნენ სამხედრო პოლიცია, მეხანძრეები და ამერიკელი ჯარისკაცები.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ასობით სახლის მშენებლობის ნებართა გასცა
შემდეგი სტატიატრამპი მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა