ამერიკული სამხედრო ეკიპაჟი 7 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენისას გაიყინა

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის ეკიპაჟი ფრენის დროს გაიყინა 7 კილომეტრის სიმაღლეზე მას შემდეგ, რაც ტემპერატურის დარეგულირების სისტემაში შეფერხება მოხდა – Defense News-ი წერს.
ინციდენტი 29 იანვარს მოხდა, 7600 მეტრის სიმაღლეზე, სიეტლიდან 90 კმ-ში. თვითმფრინავი უიდბი-აილენდიდან (ვაშინგტონის შტატი) კალიფორნიაში, ჩაინა-ლეიკის ბაზისკენ მიფრინავდა, რომლის დროსაც კაბინაში ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, მოწყობილობების დაფას ყინულის ფენა დაედო, რომლის გამოც თვითმფრინავის მფრინავი და ინჟინერი ვერ ხედავდნენ მიმღებების მაჩვენებლებსა, მათ შორის, კომპასს და ვერც იმას, თუ რა ხდებოდა თვითმფრინავის გარეთ.

ეკიპაჟი იძულებული გახდა ფრენის კურსი შეეცვალა, მიმართულება კი Garmin-ის ჭკვიანი საათით დაადგინეს, მფრინავმა და ინჟინერმა შეძლეს უკან, უიდბი-აილენდზე დაფრენა. მათ ხელზე ჭრილობები და დამწვრობა აღენიშნებოდათ. ამ დროისათვის მფრინავი გამოწერილია საავადმყოფოდან, ინჟინერი კი, ისევ მკურნალობას გადის.

EA-18G Growler კომპანია Boeing -მა შემქნა გამანადგურებელ F/A-18 Super Hornet-ის ბაზაზე. მას შეუძლია AGM-88 HARM და AIM-120 AMRAAM რაკეტები გადაზიდოს.

banner
წინა სტატიაშიThe New York Times-სირიაში ქიმიური იარაღი შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეადან შედიოდეს
შემდეგი სტატიამოლდოვას პრეზიდენტმა ლიბერალიზმს და ტოლერანტობას ცრუსწავლებები უწოდა