10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ამერიკული მედია: CIA-მ ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი პილოტის სამძებრო ოპერაციის დროს საიდუმლო ხელსაწყო გამოიყენა

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი პილოტის სამძებრო ოპერაციის დროს საიდუმლო ხელსაწყო გამოიყენა,_ ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია New York Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, დანადგარს, რომელსაც “მოჩვენების შუილი” (Ghost Murmur) უწოდეს, იყენებს შორი რადიუსის მქონე კვანტურ მაგნიტომეტრიას ადამიანის გულისცემის ელექტრომაგნიტური კვალის დასადგენად და ამ მონაცემებს უზიარებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა გულისცემის კვალი ფონური ხმიდან გარჩეულ იქნას.

NY Post-ი ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

“ეს სტადიონზე ხმის გაგონებასავითაა, ოღონდ სტადიონი უდაბნოს ათასობით კვადრატული მილია. შესაბამის გარემოში, თუ შენი გული ფეთქავს, გიპოვით,” – თქვა NY Post-თან წყარომ.

New York Post-ის წყარომ განმარტა დანადგარის სახელწოდებაც. მისი სახელი სამედიცინო ტერმინს, “გულის შუილს”, უკავშირდება.

“შუილი გულის რიტმის აღმნიშვნელი კლინიკური ტერმინია . მოჩვენება ნიშნავს, რომ იძებნება ვიღაც, ვინც, პრაქტიკულად, გაუჩინარდა.” – თქვა წყარომ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი – Weitai შემოიყვანა
შემდეგი სტატია“თავდასხმისთვის დაჯგუფება უმძიმეს ფასს იხდის”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი “ჰეზბოლას” აფრთხილებს