ამერიკული გამანადგურებელი აშშ-ში გუამის ბაზაში ჩამოვარდა

ამერიკული გამანადგურებელი აშშ-ში გუამის ბაზაში ჩამოვარდა

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაში, წყნარ ოკეანეში გამანადგურებელი ბ-52 ჩამოვარდა.
სამხედრო თვითმფრინავი ბაზა “ანდერსენიდან” აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბაზა მდებარეობს კუნძულ გუამში. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მათგან არავინ დაზიანებულა.
თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა. კვამლი რამდენიმე ასეული მეტრიდანაც შესამჩნევია – “ბიბისი” წერს.

ბ-52-ები ამერიკის შეიარაღებულ ძალებში უკვე 60 წელია არსებობენ. ისინი ძირითადად, ბომბების მიზნამდე მისატანად გამოიყენებოდა ბევრ ომში, მათ შორის ვიეტნამის და ავღანეთის.
გუამაზე მსგავსი შემთხვევა მოხდა 2008 წელსაც. მაშინ თვითმფრინავი წყალში ჩავარდა და ეკიპაჟის 6-ვე წევრი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: 2050 წელს სუპერბაქტერია ყოველ სამ წამში ერთ ადამიანს მოკლავს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში ზიკას ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს