გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ შტატები არა ქართველ ხალხცს, არამედ “რადიკალებს” ეხმარება.
მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ამ დახმარების დიდი ნაწილი ქართველი ხალხის დახმარებას ისედაც არ ხმარდებოდა.
გამოდის, რომ ქართველ ხალს უარს ეუბნება ამ დახმარებაზე. საიდანაც, საკითხავია ხალს რა დახმარება ექნება და მათივე ენჯეოების ჯიბეში მიდის დიდი ნაწილი მაქედან, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს და თან მეგობრობას ეფიცება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უარს არ ეუბნება და აფინანსებს იმ რადიკალურ ენჯეო სექტორს და რადიკალურ ოპოზიციას პრაქტიკულად, რომელიც აქ ურტყამს ქართულ სახელმწიფოს. რით ვერ გაიგეს, უცხოელებმა თუ ადგილობრივებმა, რომ ქართველი ხალხი მშვიდობას ომზე არ ცვლის არაფრის საფასურად“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.