ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა – ზურაბიშვილი

ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა – სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – საკმარისია საქართველოსთვის გაცემული მხარდაჭერა იმ სიტუაციაში, როდესაც ყველა თვალი უკრაინისკენაა მიმართული?

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება.

„ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა – სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად და მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს. ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა: რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქი კირილი მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა გლობალური ომი არ დაიწყოს
შემდეგი სტატიარა გავლენა იქონია როვნული ვალუტის გამყარებამ ქართულ ეკონომიკაზე