“ამერიკულ მხარეს აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ”- ვაშაძე ჯორჯ კენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ჯორჯ კენტს შეხვდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გაეცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

“​გასაგები არის, რომ ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა, ჩვენი შეხედულება, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ამერიკული მხარე რეგიონალურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე, რაც შეეხება საქართველოს და მის მეზობლებს,“ – განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაში“სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება… 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება”
შემდეგი სტატიაპროკურატურა : „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს გუშინ ეცნობათ, რომ მთავარ პროკურორს 17 ოქტომბერს შეხვდებიან