ამერიკულ ავიაშოუში, რომელშიც ობამა მონაწილეობდა, თვითმფრინავი აფეთქდა

7 (1)ამერიკული მფრინავების ჯგუფის Thunderbirds-ის თვითმფრინავი, კოლორადოში ავიაშოუს ჩვენებისას, რომელსაც ასევე აშშ-ს პრეზიდენტი ესწრებოდა, აფეთქდა.
წინასწარი მონაცემებით, F-16-ის პილოტმა კატაპულტირება შეძლო და უმნიშვნელო ტრამვა მიიღო. ხმელეთზე ინციდენტის გამო, არავინ დაზარალებულა, იმის მიუხედავად, რომ თვითმფრინავი საცხოვრებელ მასივში ჩამოვარდა.

გამანადგურებელი მონაწილეობდა ავიაშოუში, რომელიც ამერიკის სამხედრო ძალების აკადემიის გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში ტარდებოდა.
ობამას კორტეჟი, კატასტროფის დროს, სამხედრო ბაზისკენ მიდიოდა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი საკუთარ თვითმდრინავს ელოდებოდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრემიერი: თურქეთ-გერმანიის ურთიერთობა შესამჩნევად არ შეიცვლება
შემდეგი სტატიატრამპმა პირობა დადო, რომ კლინტონს ციხეში ჩასვამს