ამერიკის საელჩო: ყირიმი უკრაინაა!

“ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია. მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დონბასში მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს სანამ უკრაინას ყირიმზე კონტროლს არ დაუბრუნებს და სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს”,-ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიავარია ახალქალაქში – დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 თვის ბავშვია
შემდეგი სტატიათიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა