ამერიკის სპეცსამსახურები ბენ ლადენის ექიმის ციხიდან გატაცებას აპირებდნენ

ამერიკის სპეცსამსახურებს პაკისტანელი ექიმის შაკილ აფრიდის ციხიდან განთავისუფლების ოპერაცია ჩაუვარდათ – ექიმი დაეხმარა ამერიკელებს “ალ-ქაიდას” ლიდერის უესამა ბენ ლადენის ადგილმდებარეობის დადგენაში – რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ოპერაციის შესახებ ინფორმაცია პაკისტანის დაზვერვის სამსახურებს ორმაგმა აგენტმა გადასცა, რომელიც ამავე დროს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთანაც მუშაობს” – ამბობს რუსული წყარო. ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ აფრიდი სხვა ციხეში გადაიყვანეს.
2011 წელს აფრიდი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დავალებით მოქმედებდა. მან აბუ აჰმედ ალ-ქუვეითის ტელეფონის ნომერი გაიგო, რომლის სახლშიც იმალებოდა ბენ ლადენი. ექიმს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საკუთარ ქვეყანაში. შემდეგ განაჩენი 10 წლით შეუმცირეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი კიმ ჩენ ინს, სავარაუდოდ, ორი კორეის საზღვარზე შეხვდება
შემდეგი სტატიაპოროშენკო: დონბასში ახალი ოპერაცია დაიწყო