ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას Patriot და NASAMS სისტემებისთვის და HIMARS სისტემებისთვის, Stinger-ის საზენიტო სისტემებს, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, Stryker 32 ჯავშანტრანსპორტიორს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ასევე 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნებს.

უკრაინაში რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.

banner
წინა სტატიაშირუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპენტაგონი – რუსებმა იციან, სად ვოპერირებთ, არ არსებობს გამართლება იმისა, რომ მათი ძალები აგრძელებენ ჩვენი MQ-9-ების შევიწროებას