15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა 5 000 ამერიკელი სამხედრო გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა 5 000 ამერიკელი სამხედრო გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს,_ ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

“პოლონეთს ეს სურს. ჩვენ პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. [პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი] შესანიშნავი მებრძოლია, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მომწონს, ამიტომ ეს შესაძლებელია” – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები გაკეთდა ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ს ომის დეპარტამენტმა 1 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გერმანიიდან დაახლოებით 5 000 სამხედროს გაიყვანს.

banner
წინა სტატიაშიირანის საელჩო: საერთაშორისო საზოგადოება თავიდანვე რომ დაპირისპირებოდა ჰიტლერს, ომი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს არ შეიწირავდა
შემდეგი სტატიაპროუკრაინელმა პარტიზანებმა ლიპეცკში რუსი სამხედროების ელმავალი გაანადგურეს