ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „საერთაშორისო საგადამხდელო ბანკს“, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოპერირებდა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს ბანკი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკანონო ფინანსურ ტრანზაქციებში შუამავლის როლს ასრულებდა. მისი დახმარებით საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა იყო შესაძლებელი. კერძოდ, ამ ბანკის მეშვეობით რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში მიწოდებულ საწვავში თანხის გადახდა ხდებოდა.
რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ჩრდილოეთ კორეის ორ ბანკს შორის თანამშრომლობის სქემაში სხვა რგოლებიც იყო. ესენია რუსული კომპანია „სტროიტრეიდი“, „რფკ ბანკი“, „ტიმერ ბანკი“, „ცმრ ბანკი“. ყველას წინააღმდეგ სანქციები დაწეწდა.
„საერთაშორისო საგადამხდელო ბანკი“ ცხინვალში 2015 წლიდან ოპერირებს.