14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს.

სანქციები შეეხო მათ შორის ჩინურ ნავთობტერმინალს, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, 2025 წელს ათეულობით მილიონი ბარელი სანქცირებული ირანული ნავთობი შეიძინა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ნავთობის წარმომავლობის დასაფარად სპეციალურ სქემებს იყენებდა, მათ შორის გემიდან გემზე გადატვირთვას.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა ირანის სავალუტო ოპერაციების სამი კომპანია, ასევე მათთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ღონისძიებები „ეკონომიკური მრისხანების“ ოპერაციის ნაწილია და მიზნად ისახავს ირანის შესაძლებლობის შეზღუდვას — დააფინანსოს ტერორიზმი, შეიარაღება და რეგიონული დესტაბილიზაცია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა „კარგი სამაგისტრო ნამუშევარია“, მაგრამ არა პოლიტიკური დოკუმენტი
შემდეგი სტატიაჩილეში, აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა