საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება – მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო – ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას. საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია”,-ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, “თბილისის ფორუმის” ერთ-ერთ მომხმარებელი სულხან წულაძე იგივე “სპლიყვი” სამართალდამცავებმა ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული განცხადების გამო დააკავეს, წულაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” გახსნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს. ფორუმზე უკვე იგეგმება სულხან წულაძის მხარდამჭერი პეტიციის გავრცელებაც.