ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის პრობლემების მოსაგვარებლად აირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის პრობლემების მოსაგვარებლად აირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა აირჩიოს, სურთ ერთად მუშაობა, თუ დაყოფის პოლიტიკის გაგრძელება.

„ვფიქრობ, რესპუბლიკელ კოლეგებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, გვსურს თუ არა ჩვენ ერთად მუშაობა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს პროგრესს მიაღწიონ რთულ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი, კლიმატის ცვლილება, ემიგრაცია.

„ვნახოთ, რა მოხდება. მე პრობლემების მოსაგვარებლად დამიქირავეს და არა ქვეყნის დასაყოფად“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა პირველ მაისამდე ამის გაკეთება რთული იქნება.

„თუ ჩვენ დავტოვებთ, ამას გავაკეთებთ უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად. ჩვენ დავტოვებთ, კითხვა ის არის, როდის დავტოვებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, დარჩებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2022 წელსაც, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მას ეს ვერ წარმოუდგენია.

banner
წინა სტატიაშიოთარ გაბელია სოხუმში და დონეცკში
შემდეგი სტატიაპოლიციამ ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი