ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ – მდინარაძე

ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი მოქმედებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იგივე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიროგორი იქნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში?
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი: “ბაიდენისა და მაკრონის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო