ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.

მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, – წერს აშშ-ის საელჩო Facebook-ზე.

17 იანვარს საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო. ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იყო.

banner
წინა სტატიაშიმიდის თუ არა გახარია თანამდებობიდან-ფინალური სერიის შინაარსი ცნობილია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია კომპანია „ფრონტერაზე“ – ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს