ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2018 20:03

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთშიამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება.

ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა.

„აშშ მიესალმება საქართველოს შეთავაზებათა პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კავშირების გამტკიცებას ისახავს მიზნად.

ეს ზომები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო წყაროების გაუმჯობესებასა და განათლებაზე წვდომას.

მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის.

აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2018 20:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics