ამერიკის სენატი დაინტერესდა რუსეთის პროპაგანდის როლით უკრაინასთან მიმართებაში

ამერიკის სენატი დაინტერესდა რუსეთის პროპაგანდის როლით უკრაინასთან მიმართებაში

პუტინი ამერიკული დაზვერვის სამსახურების ობიექტშიამერიკის სენატში, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ქვეკომიტეტში -ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოებისსაკითხებში, ჩატარდა მოსმენა თემაზე „პუტინის შეჭრა უკრაინაში და პროპაგანდა, რომელიც ემუქრება ევროპას“.
გამოსვლაში მონაწილეობდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბენჯამენ ზიფი, ასევე წამყვანი ექსპერტები ლეონ არონი (ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტი), პიტერ პომერანცევი (ლეგატუმის ინსტიტუტი, დიდი ბრიტანეთი), მაქსიმილიან ჩუპერსკი (ატლანტიკური საბჭო, აშშ), ჰეზერ კონლი (სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი).
ამერიკელმეწარმეთა ინსტიტუტის რუსეთის კვლევების დირექტორმა ლეონ არონმა შეაფასა რუსული პროპაგანდისტული კამპანია, როგორც „აგრესიული, რომელიც ხშირად და ეფექტურად იყენებსინტერნეტს “.აშშ-სა და ევროპაში რუსეთის ტელეკომპანიას „Russisa Today”არაიმდენად რუსეთის ბრენდის პოპულარიზება აქვს გამიზნული, რამდენადაც ის, რომ „გააუფასუროს პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული გამჭვირვალობის იდეები, შეარყიოს რწმენა მოვლენების ობიექტურ გაშუქებაში და შეავსოს ეთერი ნახევრადსიმართლით“ – აღნიშნა არონმა.
რუსული პროპაგანდის გამორჩეულ თვისებებს შორის ხაზგასასმელია იდეა, რომ სიმართლე მრავალვარიანტულია და ყოველ ისტორიას აქვს ორი მხარე, ხოლო წყაროს სანდოობას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, არონმა დასვა კითხვა, რამდენად მზად არის დასავლეთის მასს მედია შეამოწმოს ის ინფორმაცია, ნიუსები, რომელსაც გადმოსცემს რუსული პროპაგანდა.ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მედია ბაზარი წარმოადგენს ხელშემწყობ ნიადაგს შეთქმულების თეორიებისთვის.გარდა ამისა,რუსულ პროპაგანდას მისთვის სასურველი აქცენტების დასმაში ხელს უწყობს ის, რომ დასავლური მედია ცდილობს გათავისუფლდეს ე.წ. შეფასებითი მსჯელობებისგან.
დასავლეთში,კონკურენტული მედიის წყალობით, რუსული პროპაგანდის ეფექტი უმნიშვნელოა, თუმცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მისი ზეგავლენა ძლიერია. ამას ხელს უწყობს რუსული დიასპორა და სუსტად განვითარებული მედია ბაზარი. ლეონ არონის თანახმად, რუსული პროპაგანდა წარმოქმნის დიდ პრობლემებს დემოკრატიული პოლიტიკისთვის, როგორც ამას ესტონეთის მაგალითი აჩვენებს.
არონის აზრით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა მდიდარი და მრავალფეროვანი დემოკრატიული მედია გარემო, სადაც არ არის ცენზურა. ამ კონტექსტში ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“თავიანთი მდიდარი შინაარსით და მრავალფეროვანი პროდუქციით.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი დემოკრატიის დასაცავად მოსახლეობას რ2–ის ეზოსთან მისვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია,,ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არის კერძო დავა ასეთები აღარ დარჩნენ”