ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას

თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით შეირჩნენ.

პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 30-მდე კომპანიაა. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში დაეხმარებიან, მათთვის – პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს, ასევე ინგლისური ენისა და საბაზისო საოფისე უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ.

„მეამაყება, რომ ორივე ინსტიტუციას წარმოვადგენ – ამერიკის სავაჭრო პალატას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი და თიბისის, რომელიც მეორე წელია AmCham-ის საგანმანათლებლო პროექტის მთავარი პარტნიორია. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკვე 65 სტიპენდიატი მიიღებს უმაღლეს განათლებას, სრულ თანხვედრაშია თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებასთან – განათლებასთან. ჩვენ თავადაც ვართ ფართომასშტაბიანი პროგრამის – თიბისი განათლების ავტორი. მხოლოდ შარშან, 4600-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს მათთვის საინტერესო უნარების განვითარების შესაძლებლობა მივეცით, 100-ზე მეტს კი დასაქმებაში დავეხმარეთ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე; Amcham-ის ვიცე-პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი: 2025 წელს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის 150-მდე KN-23 ტიპის მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვებისა მიწოდებას გეგმავს
შემდეგი სტატიათბილისის მერია-სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება