ამერიკის სასამართლომ პოლიციელებს უფლება მისცა ძაღლებს ესროლონ

ამერიკის მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-რაპიდსის სასამართლომ გაამართლა პოლიციელები, რომლებმაც ადგილობრივი სახლის ჩხრეკისას ორი ძაღლი მოკლეს – წერს The Independent-ი.
გადაწყვეტილება საჩივარის განხილვისას მიიღეს, რომელიც ძაღლის პატრონებმა შეიტანეს. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, მან ძაღლი მას შემდეგ მოკლა, რაც ის თავს დაესხა. მისმა მეწყვილემ მეორე ძაღლი მოკლა მაშინ, როცა მან ყეფა დაიწყო.
“დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ: თუკი ძაღლი პოლიციელის უსაფრთხოებას ემუქრება მაშინ, როცა მას აქვს სახლის გაჩხრეკის ორდერი, სადაც შესაძლებელია ნარკოტიკები ყოფილიყო, კონსტიტუციის მეოთხე შესწორების გამოყენება სრულიად გამართლებულია” – განაცხადა მოსამართლე ერიკ კლეიმ თავის გადაწყვეტილებაში. მან თქვა, რომ ბრალმდებელებმა ვერ დაამტკიცეს ის, რომ მათი ძაღლები არ ყეფდნენ და თავს არ ესხმოდნენ პოლიციელებს.

banner
წინა სტატიაშიფილიპინების პრეზიდენტმა ამერიკის ელჩებს “აგენტები” უწოდა
შემდეგი სტატია2016 წელი ერთი წამით გაგრძელდება