ამერიკის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან

ამერიკამ ისრაელის მხარდასაჭერად და “ჰამასის” თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაგზავნა ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები. ასევე, შტატები ისრაელს დაეხმარება დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.

ეს მოჰყვა “ჰამასის” თავდასხმას სამხრეთ ისრაელზე, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა “უპრეცედენტო და შემზარავი თავდასხმა” უწოდა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R. Ford ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი რეგიონისკენ მიემართებოდა. ასევე გაიგზავნება ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები. შემდგომი სამხედრო დახმარება ისრაელს გაეგზავნება უახლოეს დღეებში, განაცხადა თეთრმა სახლმა.

banner
წინა სტატიაში“სათხის მონასტერი საფრთხეშია, გაგრძელდეს სამუშაოები” – საყდრისის კომიტეტი წულუკიანს
შემდეგი სტატიაგოლდა მეირი:ჩვენთვის უფრო რთული იქნება მათ ვაპატიოთ, რომ გვაიძულებდნენ თავიანთი შვილების მოკვლას