ამერიკის მთელი ისტორია არის სისხლიანი განადგურების ომები, რაც აშშ-ის პოლიტიკის ხელწერად იქცა – მედვედევი

„მთელი ამერიკის ისტორია არის სისხლიანი განადგურების ომები, რაც აშშ-ის პოლიტიკის ხელწერად იქცა“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ამერიკის მთელი ისტორია, დაწყებული ინდიელების დაპყრობის დროიდან, არის სისხლიანი განადგურების ომები. ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე სასტიკ განადგურებაზე. ეს გახდა ამერიკული პოლიტიკის სტილი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – წერს მედვედევი.

მან დასძინა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ამგვარად გაანადგურა ჰიროსიმა და ნაგასაკი – „მხოლოდ ბირთვული „მანჰეტენის პროექტის“ უზარმაზარი ხარჯების გასამართლებლად“.

banner
წინა სტატიაშივცდილობთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ ეს შეძლონ – თეთრი სახლი
შემდეგი სტატიაევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბი – ალბანეთის პრემიერ-მინისტრი