“ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს”

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველის ევროპის საკითხებში, ჩარლზ კუპჩანის განცხადებით, ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს.

ამის შესახებ ჩარლზ კუპჩანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ხაზი გაესვა, რეფორმირების პროცესში, აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარების თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამიმდინარე წლის იანვარში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ 1 211 დანაშაული გაიხსნა