ამერიკის მთავრობა აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას

სოფელი ლამისყანა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზისა და ოძისის გამშვები პუნქტიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამერიკის მთავრობა აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას და დღეს სიხარულით ვესტუმრეთ ახლად გარემონტებულ კლინიკას, რომლის განახლების სამუშაოებიც აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Spirit of America”-ს დაფინანსდებით ჩატარდა.
კლინიკის დირექტორმა, ექიმმა ზურაბ ჯალაბაძემ უმასპინძლა ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდს, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის, კასპის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძეს და მათ ის პრევენციული სამედიცინო სერვისები გააცნო, რომელსაც კლინიკა ლამისყანისა და ხვითის მოსახლეობას სთავაზობს.
ელჩის მოადგილემ კლინიკას მოსაცდელი ოთახისთვის საელჩოს სახელით წიგნებიც გადასცა.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის პირველი ფენა დაიგო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ძროხა იმაზე უფრო სასარგებლოა ვიდრე ამ განცხადების ავტორი