ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.
სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა