“ამერიკის მხარე, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ გადაედგა ტრაგიკული ნაბიჯი, რაც მოხდა 2008 წელს”

ამერიკის მხარე, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რომ არ გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი, რაც მოხდა 2008 წელს, – ამის შესახებ დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დენ ფრიდის ინტერვიუს კომენტირებისას განახცადა.

რაზეც ბატონმა ფრიდნმა ინტერვიუში ისაუბრა, ეს გაცილებით ადრე მომისმენია მისგანაც, უშუალოდ ქალბატონი კონდოლიზა რაისისგან, სტივენ ჰედლისგან. ამერიკის მხარე, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რომ არ გადაედგა ეს ტრაგიკული ნაბიჯი, რაც მოხდა 2008 წელს. მოსაზარეებები, რომ სააკაშვილს ჰქონდა ანთებული მწვანე შუქი, თითქოს ამერიკის მთავრობამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ბუშმა მას მისცა ინდულგენცია, ეს ნაბიჯი გადაედგა, არ შეესატყვისება ერთმანეთს“,-აღნიშნა თედპ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „პროვოკაცია დაწყებულია საუკუნეების განმავლობაში, რუსეთი ამას აკეთებს საუკუნეების განმავლობაში, მთავარი იყო იმ დაგებულ ხაფანგში, რომელიც საქართველოს ჰქონდა, არ ჩავმხტარიყავით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე დენ ფირდმა რადიო „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინეტერვიუში აგვისტოს ომის თემაზეც ისაუბრა.

“მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ “სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს”. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭროდ ჩათვალეს, ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს”, – განაცხადა ფრიდმა.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პრეზენტაცია შესაძლოა, 8 სექტემბრამდე გამართოს
შემდეგი სტატიაშსს-ში აცხადებენ, რომ გოდერძი თევზაძის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არ ფიქსირდება