ეკონომიკის ექსპერტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ნებისმიერი პირისთვის დამანგრეველი ფაქტორია. “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი განმარტავს, რომ შეზღუდვები არა მარტო კონკრეტულ სანქცირებულ პირებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო და ასევე ქართული ბანკების კარებები სანქცირებული ოლიგარქისთვის უკვე დახურულია.
ამასთან, ექსპერტი სანქციების კიდევ უფრო დამძიმებას არ გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, “ოცნება” უკან არ იხევს.
ამერიკის ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები არის ფინანსურად ძალიან დამანგრეველი ნებისმიერი პირისთვის და მითუმეტეს, მდიდარი ადამიანისთვის. მასთან ურთიერთობას წყვეტს ყველა ის ბანკი, რომელსაც ურთიერთობა აქვს ამერიკასთან. მემგონი, რუსული ბანკები გარა ყველა ასეთია და ჩვენ ვნახეთ, ჩინური ბანკების შემთხვევაშიც კი, ისინიც კი მოერიდნენ სანქცირებული რუსი ოლიგარქების მომსახურებას. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო ბანკების და მათ შორის, ქართული ბანკების კარი უკვე დახურულია. ეტაპობრივად, ეს, სავარაუდოდ, შეეხება მის ოჯახის წევრებსაც, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ბიძინას, ხშირ შემთხვევაში, თავისი აქტივები გაფორმებული აქვს ოჯახის წევრებზე, მაგრამ ეს ძალიან კარგად იცის ხაზინის დეპარტამენტმა, რომ მილიარდელები და ოლიგარქები ცდილობენ, რომ სხვა ადამიანების, კომპანიების სახელზე გადააფორმონ თავისი ქონება. შესაბამისად, ყველა მექანიზმია ჩართული, რომ ეს დაიბლოკოს. ეს სანქციები კიდევ უფრო მეტად შეიძლება, დამძიმდეს. ამის ძალიან დიდი შანსია, რადგან როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფა ეროვნულ ბანკს იმისთვის, რომ ხელი არ შეუწყოს სანქცირებულ პირებს, რომ მათ ანგარიშების ან გადანალვა შეძლონ, ან ზიანის ანაზრაურება რამე კუთხით, – ამბობს გიორგი კეპულაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ასევე ცნობილია, რომ ვახტანგ გომელაურის ცოლი და შვილი დეფაქტო სანქციების ქვეშ ექცევა. “ოფენ სანქშენმა”, სადაც სანქცირებული პირების მონაცემები იტვირთება, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლი – ნინო კუდუხაშვილი და მისი ვაჟი ლუკა გომელაურიც დააიდენტიფიცირა, როგორც განსაკუთრებული რისკის პირები. ახლა მათი მონაცემებიც სანქცირებულთა ფაილშია ატვირთული.
ამავე სიაში გამოჩნდა, ხარებას შვილი – ხარება ხარზიშვილი და მისი მოადგილის, მირზა კეზევაძის ოჯახიც.