აშშ მზად არის, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები საკუთარი ჯარების განლაგების გარეშე აღმოუჩინოს, თეთრი სახლი შეთანხმების სენატში რატიფიცირებას გეგმავს, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას The telegraph-ი ავრცელებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული ცნობე ის მიხედვით, უკრაინისთვის განხილული უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა გამოიყენოს ნატო-ს ტერიტორიაზე განლაგებული F-35 ტიპის გამანადგურებლები, Tomahawk-ის რაკეტები, ან მსგავსი სისტემები.
The telegraph-ი ვარაუდობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე მონიტორინგს აშშ-ის მისია განახორციელებს. ამავდროულად, ამერიკული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ განლაგდებიან.
არსებითად, გარანტიები ვაშინგტონის იმ ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებების მსგავსი უნდა იყოს, რომლებიც მას იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან აქვს გაფორმებული. მანამდე NYT იტყობინებოდა, რომ გეგმის ევროპული ნაწილი ითვალისწინებს ძალების განლაგებას უკრაინის შიგნით ნატოს ფორმატის მიღმა, რამაც უკვე გამოიწვია რუსეთის პროტესტი.
ამასთან, აშშ-ს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ასეთი გარანტიების დეტალები. ახალი წინადადებები ეწინააღმდეგება ტრამპის გეგმის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც კრძალავდა უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგებას.
















