პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, თბილისის ვიწრო ქუჩებში გამართონ მსვლელობები, რათა ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა.
დღევანდელი პროტესტის თემა სიმბოლურია და ის საქართველო-ამერიკის მეგობრობას ეხება.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ამერიკის დროშები. ასევე გაშლილი აქვთ ბანერი: „BIPARTISAN SUPPORT FOR GEORGIA A STRONGER DEMOCRACY!”
















