ამერიკის ელჩმა “ქართულ ოცნება” დეზინფორმაციის გავრცელებასა და საბჭოთა მეთოდებით მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლაში ამხილა.
დიპლომატიური ენით, რობინ დანიგანმა მიანიშნა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მიღწევა წყალში ჩაყარა და დემოკრატიის გზიდან გადაუხვია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის ელჩმა ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ ცრუ პროპაგანდიით ხელისუფლება ამერიკას და ევროკავშირს თავს ესხმის და პარნტნიროებისგან მტრის ხატებს ქმნიან.
“გულსატკენია და იმედისგამაცრუებელია, რომ ამ ნატარივით მცდარი სურათი შექმნეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შეგიწყოთ ევროინტეგრაციის გზაზე” – ამბობს დანიგანი.
დეზინფორმაცია და ისტორიული რევიზიონიზმი ნამდვილად არის საფრთხე დემოკრატიისთვის, ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ევროპაში და შეერთებულ შტატებში .
საბჭოთა რეჟიმი საქართველოში ქართველ ხალხს რომელიც სიმართლის თქმას ცდილობს უწოდებენ აგენტებს ან უცხოელ აგენტებს .
სამწუხაროდ დეზინფორმაციას საქართველოშიც აქტიურად ვაწყდებით . დეზინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. გვესმის თითქოს ევროკავშირის წევრობა საკუთარი იდენტობის დათობას ნიშნავს . ეს სრულიად ტყუილია.
დეზინფორმაცია გვესმის საქართველო ამერიკის ურთიერთოებთან დაკავშირებითაც . ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ გლობაური ომის პარტია. რომ ჩვენ ვცდილობთ რევოლუვიის მოწყობას ამ ქვეყაბაში . ძალიან გულსატკენია ამის მოსმენა, რადგან ჩვენი ისტორია აქ 32 წელს ითვლის , ჩვენ გვაქვს ხალხებს შორის ძალიან ძლიერი კავშირები . ღრმა მეგობრობა ამერიკელებსა და ქართველ ხალხს შორის . 32 წლის განმვალობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი დოლარის ფინანსური დთახმარება გავუწიეთ , ეს რიცხვი ისტორიას არ ყვება, მაგრამ ოსტორიას ყველა წლების განმავლობაში ერთობლივად მოქმედება და ის პარტნიორობა რომესაც ვაშევებთ და ერთმანეთს ვუზიარებთ . გულსატკენია და იმედისგამაცრუებელია, რომ ამ ნატარივით მცდარი სურათი შექმნეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შეგიწყოთ ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ელჩმა.