ამერიკის ელჩი საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს აფასებს

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ვიზიტს ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, ეს არის გაგრძელება აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტის.

“როგორც იცით, უსაფრთხოების სფეროში მოეწერა ხელი რეფერენდუმს და ზუსტად ამ ჩარჩოს შემუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა იან კელიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში 4-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა. ის შეხვედრებს გამართავს პენტაგონში, სადაც მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით, ჯონ ქერის ვიზიტის დროს დადებული მემორანდუმი იქნება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაალმა-ატაში შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა