3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ამერიკის დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა

“TV პირველის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა.

მედიის ინფორმაციით, დაგეგმილი ვიზიტი მეტწილად ეკონომიკური ხასიათის იქნება, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში.

არსებული ცნობებით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ როგორც “ქართული ოცნების” წევრებთან, ისე ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან.

შეგახსენებთ, რომ ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.

მისივე თქმით, თითოეული ვიზიტით ორივე მხარე ურთიერთობის ნულიდან აღდგენას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა და თეირანმა შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმა მიიღეს, თუმცა ტრამპს ის ოფიციალურად არ დაუმტკიცებია
შემდეგი სტატიაReuters: ირანში აცხადებენ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან