ამერიკის დელეგაცია ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებზე მიდის

აშშ-ს სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა, სადაც 7 და 8 იანვარს ჩინეთთან პირველ მოლაპარაკებებს გამართავენ იმის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი და სი ცზინპინი სავაჭრო ომის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ – ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა. ამერიკის დელეგაცია, რომელსაც ჯეფრი ჰერიში ხელმძღვანელობს, “მნიშვნელოვანი კონსენსუსის რეალიზაციის” საკითხებს განიხილავს, რომელსაც არგენტინაში გასულ წელს მიაღწიეს. ჯერჯერობით, მხარეები სავაჭრო დავის დარეგულირებაზე მუშაობენ. “სავაჭრო მშვიდობა” 1 მარტამდე მოქმედებს.
ვაშინგტონმა და ჩინეთმა ერთმანეთს გადასახადები დაუწესეს, რომელიც 300 მილიარდ დოლარზე მეტი ბრუნვის საქონელს შეეხო.

banner
წინა სტატიაშიპომპეო ერ-რიადში ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის საკითხს ისევ წამოჭრის
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა რუსეთის უკანასკნელ შანსზე ისაუბრა