“ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანია” – ივლიანე ხაინდრავა

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს დააჩქარონ საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტემპი.

“ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან იგი მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის და ზოგადად დასავლეთის ლიდერებს დააჩქარონ საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტემპი. მისი აზრით სწორედ ეს გამოაცლის საფუძველს რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებს საქართველოს ნატო-სთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების მიმართულებით“ – განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება.

“ჩვენს ევროპულ ორიენტაციას, დასავლურ ორიენტაციას არაფერი ემუქრება, ეს არ არის რომელიმე მთავრობის გადაწყვეტილება ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მეგობრების, ამერიკელები იქნებიან ეს თუ ევროპელები, აქტიური მხარდაჭერა და ხელშეწყობა გვჭირდება, რომ აი ის პროგრესი რომელზეც ამერიკელები დღეს ამბობენ, რომ სახეზეა რეფორმების დარგში კიდევ უფრო გააქტიურდეს, გაძლიერდეს და ჩვენ სიძნელეები ერთად გადავლახოთ“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საკითხზე განმარტებებისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატიაფოთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია