ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა.ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან.

მგზავრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. 12 აპრილს დაგეგმილია თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილს კი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისები.

ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომლებზეც ორი დღით ადრე დაიწყება ბილეთების გაყიდვა. უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონიდან და ვარშავიდანაც შესრულდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ავიარეისებს ასრულებს ჯორჯიან ეარ-ვეისი. სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოში უკვე დაბრუნდა 5 ათასამდე მოქალაქე. ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციების პრევენციისთვის კარგია