
დემოკრატ გამოკითხულთა 81%-მა და რესპუბლიკელთა 62%-მა განაცხადა, რომ უკრაინას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე.
რესპუბლიკელ გამოკითხულთა 11% კი მიიჩნევს, რომ ომის დაწყებაში უკრაინაა დამნაშავე.
გამოკითხვამ ასევე, აჩვენა, რომ ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს თუ არა აშშ-მ უკრაინული წიაღისეულის წილი უკრაინის დასახმარების სანაცვლოდ, როგორც ამას დონალდ ტრამპი ამტკიცებს, იყოფა.

















