ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი სომხეთის მოქალაქეების მხარდაჭერად, აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ.
კანონპროექტი აღკვეთს დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებას აზერბაიჯანისთვის.
ამასთან, აზერბაიჯანს სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
„ეს კანონი აწესებს მკაცრ სანქციებს, რაც აზერბაიჯანის მთავრობას პასუხისმგებლობის დააკისრებს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებისთვის, ხოლო მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ხალხს საჭირო ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს“, – აღნიშნა სენატორმა, შელდონ უაიტჰაუსმა.
ამასთან, სენატორების განცხადებით, აშშ-მ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა შეჩერდეს აგრესია.
„აზერბაიჯანის განახლებული თავდასხმები მთიან ყარაბაღზე მიუღებელია. შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედონ, რათა შეწყვიტონ ბლოკადა, შეაჩერონ აზერბაიჯანის აგრესია სომხების წინააღმდეგ და დამნაშავეები დაისაჯონ. ეს კანონმდებლობა აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ არ დავრჩებით გულგრილად ამ თავდასხმების წინაშე“, – განაცხადა სენატორმა, კრის ვან ჰოლენმა.