ამერიკელმა პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლა

ამერიკელმა პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლა

ამერიკელმა პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლაპენსილვანიის შტატში ამერიკელმა პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლა, ამის შეასხებ დღეს NBC ავრცელებს ინფორმაციას.
წყაროს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი კლარკ სტილი პენ ტაუნშიპის რაიონში ერთ-ერთ სახლში მივიდა, რომ ოჯახისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცა სახლის ქირის დავალიანებასთან დაკავშირებით. როცა ის სახლის კარს მიუახლოვდა, დონალდ მაიერი, ოჯახის მამა ზღურბლზე იარაღით ხელში გამოვიდა და სტილი მიზანში ამოიღო. პოლიციელმა ტაბელური იარაღი ამოიღო და მამაკაცს ხელში ესროლა იმ იმედით, რომ მას განაიარაღებდა. ტყვიამ მაიერი დაჭრა, მისი სხეული გაიარა და იქვე მდგარი 12 წლის გოგონას მოხვდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

დონალდ მაიერი, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმაშია ბრადებული.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში რიგგარეშე არჩევნების დროს სამხედროებისთვის სპეცუბანი გაიხსნება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საქართველოს ბალტიისპირელებზე უფრო ერთგული მეგობრები მსოფლიოში არ ჰყავს