ამერიკელმა მეხანძრემ ძაღლი ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა

ამერიკელი მეხანძრე ძაღლს მას შემდეგ, რაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა, 20 წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა.
ძაღლი „ნალუ“ სიცხისა და კვამლისგან შოკირებული იყო. შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ სანტა-მონიკაში მოხდა.
მეხანძრე ენდრიუ კლიანი ცეცხლმოკიდებულ ბინაში ხოხვით შევიდა და საძინებელში დამალული ძაღლი იპოვა.
„ის გაუნძრევლად იწვა. ავიყვანე და ბინიდან გამოვიქეცი იმიტომ, რომ დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით, პატარა ძაღლისთვის. წარუმატებლობას ვერ დავუშვებდი,“ – განაცხადა მეხანძრემ.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებლ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ძაღლი არ სუნთქავდა და არც პულსი ესინჯებოდა.
„ნალუ“დღეში სრულიად გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიმეტეოროლოგებმა 12 ახალი ტიპის ღრუბელი გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიარუსთავი2-ის წილის 91%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ