ამერიკელმა გენერალმა უოლტერ შარპმა ჩინეთს და რუსეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა ჩრდილოკორეული რეჟიმის კოლაფსის შემთხევვაში. შარპის თქმით, რომელიც ადრე აშშ-ს კონტიგენტს ხელმძღვანელობდა კორეის რესპუბლიკაში, ფხენიანის რეჟიმი არასტაბილურობის მაგალითია. კიმ ჩენ ინის რეჟიმი, უახლოეს მომავალში დაინგრევა – დარწმუნებულია გენერალი. გარდა ამისა, მისი აზრით, გამორიცხული არ არის ჩრდილოეთ კორეის აგრესიის გამოხატვა სამხრეთ კორეისადმი, რაც ამერიკის კონტრდარტყმით და სამხრეთ კორეის ფხენიანში შეჭრით დასრულდება – ფიქრობს გენერალი.