ამერიკელმა 30 დოლარად მაცივარი იყიდა, სადაც ცხედარი იდო

10ჩრდოლოეთ კაროლინას მკვიდრმა მაცივრის საყინულეში, რომელიც 30 დოლარად წინა დღეს მეზობლისგან იყიდა, ქალის ცხედარი აღმოაჩინა – NBC News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელმა განაცხადა, რომ მაცივარი მაისში იყიდა. ამასთანავე, გამყიდველმა მას უთხრა, რომ მაცივარში ისეთი ნივთები დევს, რაც საკვირაო სკოლას სჭირდება და პირობა მისცა ახალ პატრონს, რომ მას მალე წაიღებენ ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა, სამი კვირა არავინ გამოცხადებულა და ქალმა გადაწყვიტა შეეხედა მაცივარში.
“შოკში ვიყავი. საყინულე გავაღე მეორედ და კინაღამ გული გამიჩერდა. სახლიდან გამოვიქეცი და 911-ზე დავრეკე” – თქვა მაცივრის ახალმა მეპატრონემ.
პოლიციის დეპარტამენტმა საქმე შეისწავლა და დაადგინა, რომ ქალი, რომლის ცხედარიც იპოვეს, ბუნებრივი სიკვდილით იყო გარდაცვლილი. პოლიცია ახლა სწავლობს გარდაცვალების შეუტყობინებლობის ფაქტს.
მაცივრის ახალი მეპატრონე ამბობს, რომ მეზობელმა მას საკუთარი გაყინული დედა მიყიდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სამი სირიელი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიამაესტროს პროგრამების ხვალინდელი ბადიდან “საქმიანი დილა”, “ბიზნესკონტაქტი” და “ანალიტიკა” მოიხსნა