აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალი შოშანა ჩეტფილდი დათხოვნილია NATO-ს ხელმძღვანელი თანამდებობიდან საკადრო ცვლილებების ფარგლებში, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს.
ამის შესახებ თეთრი სახლიდან საკუთარმა წყაროებმა აცნობეს “როიტერსს”, ამასთან, საკადრო ცვლილების შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.
სააგენტოს ცნობით, აშშ-მა უკვე აცნობა მოკავშირეებს ნატოს სამხედრო კომიტეტში აშშ-ის წარმომადგენლის დათხოვნის შესახებ.
ჯერჯერობით არაა გარკვეული, საკადრო ცვლილება უკავშირდება თუ არა ტრამპის ადმინისტტრაციის პოლიტიკას ნატო-სთან მიმართებაში.