ამერიკელი სენატორი: უნდა გავზარდოთ ზეწოლა საქართველოში პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით

საქართველოში ვხედავთ უკუსვლას, უნდა გავზარდოთ ზეწოლა საქართველოში პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა.

“ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩენი მოკავშირეები არიან, თუმცა როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში აქაც ჩენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით. საქართველო შთამბეჭდავი ისტორიაა, თუმცა უაკანსკნელ პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ და ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლების და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. აშშ-მ ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს, – განაცხადა მერფიმ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის დიდი ავტორიტეტია
შემდეგი სტატიაერგნეთში მოსახლეობამ ვაშლის ბაღების გაჩეხვა დაიწყო