ამერიკელი სენატორი – შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში შეჭრა, ასევე დეზინფორმაციის გავრცელება, აზიანებს ნატო-ს მოკავშირეებს

შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში შეჭრა და დეზინფორმაციის გავრცელება, აზიანებს ნატო-ს მოკავშირეებს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მით რომნიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ამერიკელმა სენატორმა ნატო-ს მოკავშირე თურქეთს მოუწოდა, გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის ქმედებები ალიანსის ინტერესებს არ შეესაბამება.

„რუსეთის ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში შეჭრიდან დაწყებული და ცრუ დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული, აზიანებს ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს. თურქეთმა უნდა გადახედოს თავის კურსს და აღიაროს, რომ რუსეთის საძაგელი საქციელი არ შეესაბამება ნატო-ს ინტერესებს“, – წერს მით რომნი.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხი, ასევე რუსეთის მოქმედებები რეგიონში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენებზე განიხილებოდა.

banner
წინა სტატიაში30 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – ღარიბაშვილის განცხადება საშიში სირეგვენეა