22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინიდან, ლინდსი გრემი, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ სენატორის ოფისმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, გრემი შაბათს, 11 ივლისის საღამოს, „მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის“ შედეგად გარდაიცვალა. ოჯახმა საზოგადოებას მხარდაჭერისა და ლოცვებისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მძიმე პერიოდში პირადი ცხოვრების პატივისცემა ითხოვა.

ლინდსი გრემი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო. იგი 2003 წლიდან აშშ-ის სენატში სამხრეთ კაროლინას წარმოადგენდა და აქტიურად მონაწილეობდა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში. ბოლო წლებში ის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო ამერიკულ პოლიტიკაში და რამდენიმე დღის წინ კიევშიც იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, მათ შორის CBS-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა სენატორის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტული სამედიცინო მიზეზი მითითებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიკრემლის ტექნიკური მანიპულაცია თუ ფარული ანექსია?-თეონა აქუბარდია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათელავში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა